Wednesday, May 27, 2015


1945-1954 წლებში ჩვენი თეატრის სცენაზე ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული „გედების ტბა“სრულდებოდა. ოდეტას პარტიას ი. ალექსიძე ასრულებდა, ოდილიას – ე. დემეტრაჟი, ზიგფრიდს – ვ. ჭაბუკიანი. შემდგომ წლებში ოდეტა-ოდილიას როლს ასრულებდნენ ისეთი გამოჩენილი შემსრულებლები, როგორებიც იყვნენ: მ. ბაუერი, ვერა წიგნაძე, ე. გვარამაძე, ე. გელოვანი, ლ. ნადარეიშვილი, ი. ჯანდიერი, ნ. არობელიძე; ზიგფრიდის პარტიას – ზ. კიკალეიშვილი, თ. სანაძე, ბ. მონავარდი-საშვილი, ვ. აბულაძე. 1975 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კონსტანტინე სერგეევმა განაახლა „გედების ტბა“. ოდეტა-ოდილიას პარტიებს ასრულებდნენ: ნ. პაპინაშვილი, ა. აბესაძე, მ. ალექსიძე, ე. ბეზირგანი, ლ. კანდელაკი; ზიგფრიდს – ი. ბახტაძე, ვ. ჯულუხაძე, ო. ბერიძე, ვ. ახმეტელი. 2005 წელს ალექსეი ფადეეჩევმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „გედების ტბის“ ახალი რედაქცია დადგა. პრემიერა 2005 წლის 11 მარტს გაიმართა. მთავარი პარტიები ლალი კანდელაკმა (ოდეტა-ოდილია) და ირაკლი ბახტაძემ (ზიგფრიდი) იცეკვეს.

No comments:

Post a Comment