Wednesday, May 27, 2015




გედების ტბა არის ბალეტი, რომელიც დაწერილ იქნა რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის მიერ 1875-1876 წლებში. სცენარი ეკუთვნის ვლადიმერ ბეგიჩევს და ვასილი გელტსერს. პიესა დაფუძნებულია ძველ გერმანულ ლეგენდაზე, რომელიც მოგვითხრობს პრინცესა ოდეტზე, რომელიც ბოროტი ჯადოქრის წყევლის შედეგად გედად გადაიქცა. ორიგინალური პროდუქციის ქორეოგრაფი იყო ჯულიუს რეისინგერი. ბალეტის პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს შედგა მოსკოვის დიდ თეატრში.
ბალერინა თეთრ “პაჭკაში”, გედის ფრთის მსგავსად ზევით აწეული ხელით, რომლის ქვემოდანაც შემკრთალი თვალებით იცქირება – ეს სურათი წამიერად გვახსენებს “გედების ტბას”, ბალეტების ბალეტს, როგორც მას ხშირად ეძახიან.

No comments:

Post a Comment